5 საინტერესო ფაქტი მოგზაურობის შესახებ

1. მოგზაურობას შეუძლია გაგიუმჯობესოთ პრობლემების დაძლევის უნარი და აგიმაღლოთ კრეატიულობა. ახალი ხმები, სურნელი, გემო, ენა, კულტურა და ახალი ადგილები ქმნიან ახალ ნეიროკავშირებს ტვინში და ხელს უწყობენ მის პლასტიურობას.

2. მამაკაცებს, რომლებიც არ იღებენ შვებულებას წელიწადში ერთხელ მაინც გულის დაავადებების რისკი ეზრდებათ 30 %-ით.

3. ქალები, რომლებიც მოგზაურობენ წელიწადში ორჯერ, ნაკლებად არიან დეპრესიისკენ მიდრეკილი ვიდრე ისინი, ვინც მოგზაურობენ 5 (ან მეტ) წელიწადში ერთხელ.

4. ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ შვებულების დროს,რჩებათ ნაკლები მოგონება მოგზაურობის შესახებ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც სახლში ტოვებენ ლეპტოპებს. უფრო კონკრეტულად კი, 1 საათის მუშაობის შედეგად 43%-ით მცირდება შვებულების მოგონებები.

5. წყვილებს, რომელებიც ერთად მოგზაურობენ, აქვთ უფრო მყარი ურთიერთობები, რადგან მოგზაურობის დროს წარმოქმნილ სხვადასხვა სიტუაციებში იზრდება ერთმანეთის გვერდში დგომის და ნდობის ხარისხი.

Close Menu