გამოკითხვის შედეგად, ადამიანების უმეტეს ნაწილს მოგზაურობის სურვილი აქვს, მაგრამ არ აქვს შესაბაბისი ფინანსები. სინამდვილეში, პრიორიტეტების გადანაწილების ამბავია. კარგად თუ დაფიქრდებით, უამრავი უსარგებლო ნივთი შემოგეყიდებათ ხოლმე, ან საკვებს ყიდულობთ ზედმეტი რაოდენობით, ან სულაც რესტორნებს და კაფეებს სტუმრობთ საკმაოდ ხშირად.  ან უბრალოდ, პურის საყიდლად შედიხართ მაღაზიაში და სავსე კალათით გამოდიხართ. უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა. თუ დაფიქრდებით და გადაწყვეტთ, რომ ამ ყველაფერს მოგზაურობა გირჩევნიათ, მაშინ შეძლებთ კიდეც საჭირო თანხის გადადებას. ამაში ჩვენი რჩევებიც დაგეხმარებათ.

საიდან მოვიტანოთ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა?

  1. ჩამოწერეთ თვიური ხარჯი. გაფილტრეთ, გამოყავით აუცილებელი ხარჯები არც ისე აუცილებლისგან. არც ისე აუცილებელი ხარჯები სასწრაფოდ დაიყვანეთ მინიმუმამდე.
  2. გახსენით შეგროვებადი ანაბარი და ხელფასის ჩარიცხვისთანავე გადადეთ ნებისმიერი თანხა, ეს დამოკიდებულია თქვენ შემოსავალზე და აუცილებელ ხარჯებზე. წლის განმავლობაში გარკვეული თანხა დაგროვილი გექნებათ.
  3. თქვენ სახელფასო ანგარიშს მიაბით ყულაბა, ყოველი ტრანზაქციის დროს დაგიგროვდებათ თანხა.
  4. იყიდეთ ყულაბა და ჩაყარეთ მხოლოდ 2 ლარიანები. ასე ძალიან მარტივად გაგიჯდებათ დაგროვების ჩვევა. როგორც კი ხურდაში 2 ლარიანს მოგცემენ, ტვინს სიგნალი მიეწოდება, რომ ყულაბაში ჩაგდების დროა J პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ საკმაო თანხა გროვდება წლის განმავლობაში.
  5. თუ ოჯახის 2 წევრი მუშაობთ და ერთად აპირებთ სამოგზაუროდ წასვლას, ერთის შემოსავალის ნაწილი მაინც გადადეთ (თუ მთელი არა) და გონივრული ხარჯები გაწიეთ მეორე ხელფასიდან.
  6. თუ გაქვთ გასაქირავებელი ოთახი ან ბინა, შესაბამის საიტებზე განათავსეთ რეკლამა და ამ სახით მიიღეთ დამატებითი შემოსავალი.
  7. დაიმატეთ საქმე შეთავსებით, თქვენი სპეციალობიდან და/ან ნიჭიდან გამომდინარე.

და გახსოვდეთ, მთავარია მიზანი. როდესაც გადაწყვეტთ, რომ ნამდვილად გინდათ სამოგზაუროდ წასვლა, აუცილებლად გამოძებნით სახსრებსაც.

Close Menu